ქ. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის წევრებმა გორის სამხატვრო სკოლის და N12 და N14  საბავშვო ბაღების შენობების  სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და შემოდგომით დასრულდება. საკრებულოს წევრები პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობით, სამშენებლო მასალის ხარისხით, არსებული პრობლემებით და საჭიროებებითაც დაინეტერსდნენ.  კომისიის თავმჯდომარის ზურაბ როსებაშვილის თქმით, კომისიის წევრები სამუშაოების მიმდინარეობაზე ზედამხედველობას და კონტროლს პერიოდულად განახორციელებენ, რათა არ მოხდეს სამუშაოების უხარისხოდ შესრულება.