დღეს,   10 ივლისს პირველ ქართველ პიოლიმპიურ ჩემპიონს შოთა ჩოჩიშვილს 65 წელი შეუსრულდებოდა. იგი 2009 წლის 27 აგვისტოს 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. შოთა ჩოჩიშვილი 1950 წლის 10 ივლისს ღვლევში დაიბადა.  ძიუდოისტი (93, 95 კგ), XX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1972, მიუნხენი), XXI ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1976, მონრეალი), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1975), ევროპის ჩემპიონატის სამგზის მეორე (1973, 74, 75) და მესამე (1977) პრიზიორი, სსრკ ჩემპიონატების ორგზის მეორე (1974, 77) და ორგზის მესამე (1974, 75) პრიზიორი, საქართველოს ორგზის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1972, 77). ჰოლანდიის (1974), იაპონიის (1971, 74), ბელგიის (1973) საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი.