ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურის თანამშრომლებმა  სადგურის დასახლებაში მცხოვრები ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებული ოჯახი მოინახულეს. „მოციქულაშვილების ხუთ სულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი ივნისის თვეში, ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა. სამსახურის თანამშრომლებმა გადავეცით ჩვენს მიერ შეგროვილი პირველადი მოხმარების ნივთები, ტანსაცმელი. გარდა ამისა მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან მათ დასახმარებლად გამოიყო 800 ლარი.“ - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ეკა ქუთათელაძემ.