ქ.გორში დასაქმების მუნიციპალური პროგრამის სამუშაო ჯგუფის წევრთა შესარჩევად საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. ქალაქის მერის ზურაბ ჯირკველიშვილის მიწვევით შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ადგილობრივიარასამთავრობოორგანიზაციების წარმომადგენლები. ,,იმისათვის, რომ ჩვენ მიერ ინიციირებული პროგრამა მაქსიმალურად გამჭვირვალედ განხორციელდეს, თქვენი აქტიური თანამონაწილეობა და მონიტორინგია აუცილებელი. გთავაზობთ, თვითონ შეარჩიოთ სამუშაო ჯგუფის 2 წევრი სამოქალაქო სექტორიდან. მე მთლიანად ვენდობი თქვენს არჩევანს და მზად ვარ, უაპელაციოდ დავამტკიცო თქვენი კანდიდატურები.“- განაცხადა ზურაბ ჯირკველიშვილმა შეხვედრაზე. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კონსულტაციების შედეგად პროექტების შემრჩევი სამუშაო ჯგუფის წევრებად დაასახელეს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,აფხაზეთისა“ და ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაცია ,,ელკანას“ რეგიონული კოორდინატორები იამზე გოჩაშვილი და დაკო მურადაშვილი. სამუშაო ჯგუფში სამოქალაქო სექტორის უკვე დასახელებულ წარმომადგენლებთან ერთად მერიის 2 ტექნიკური თანამშრომელი და ერთი მოწვეული ბიზნესექსპერტიც იმუშავებს. ჯგუფის მისია იქნებაკრიტერიუმები დათვლადი გახადოს და მაქსიმალურად ობიეტურად შეარჩიოს წარმოდგენილი განაცხადები. დასაქმებისა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამა ითვალისწინებს კონკურსის შედეგად შერჩეული ექვსი საუკეთესო ბიზნესიდეის გამოვლენასა და დაფინანსებას 15 000,10 000,და 5 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული პროგრამა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 3 აპრილს დაამტკიცა. მუნიციპალიტეტში მიაჩნიათ, რომ პროგრამის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში გაიზრდება მისი ფინანსური უზრუნველყოფა და მასშტაბები, რაც ადგილობრივ დონეზე უმუშევართა დასაქმებასა და ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს